ცხოვრება წყალში
მცენარეებში, რომლებიც წყლით მთლიანად არიან დაფარული, შედის ხარასებრთა ოჯახი, ამ სახეობის მცენარეთა უჯრედის კედლებზე არსებული კალციუმის მარცვლები მტკიცე აგებულებას აძლევს. ისინი ზღვის წყალმცენარეებთან ახლოს დგანან და ცხოვრობენ მჭიდრო გროვების სახით. კანადური ელოდეა კიდევ ერთი წყალში მცხოვრები მცენარეა. ეს სახეობა ხშირად აკვარიუმების ჟანგბადით გასამდიდრებლად გამოიყენება, რადგან ფოტოსინთეზის პროცესში ისინი დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფენ. წყლის მცენარეებიდან ბევრი ზედაპირზე ტივტივებს, მათ შორის, აღსანიშნავია პატარაფოთლებიანი ლემნა. ლემნა მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრამდე დიამეტრის მქონე მცენარეა და შედგება სახეშეცვლილი ღეროსგან და ვიწრო, ჩამოშვებული ტოტებისაგან. მთლიანად მცენარეს ფოთლის ფორმა აქვს. შემოდგომაზე ვითარდება პატარა ღეროს სახეცვლილებები, მცირე ტოტებითურთ. ეს სტრუქტურები სახამებლის მარაგს ქმნიან და მხოლოდ ამის შემდეგ ეშვებიან ფსკერზე, სადაც მთელ ზამთარს ატარებენ. გაზაფხულზე, როდესაც მთელი საკვები რეზერვი ამოწურულია და მათ ადგილს საჰაერო ბუშტუკები იკავებენ, მცენარე ნელ-ნელა წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება.
წყლის ცხოველები
ხმელეთზე ორგანიზმებისათვის ჟანგბადი ადვილი ხელმისაწვდომია, ხოლო წყალში არსებული ჟანგბადის რაოდენობა ბევრად ნაკლებია. ამასთან, ჟანგბადი წყლიდან უფრო ნელა დიფუნდირებს ქსოვილებში, ვიდრე ჰაერიდან. ისეთი პატარა ცხოველები, როგორებიცაა ბუზები და ბრტყელი ჭიები, სხეულის მთელი ზედაპირით სუნთქავენ ანუ ჟანგბადი ქსოვილებში სხეულის კედლების გავლით აღწევს.
შედარებით დიდ ცხოველებს სპეციალური სასუნთქი სისტემა აქვთ განვითარებული. მაგალითად, თევზები შეისრუტავენ წყალს პირით და ლაყუჩებიდან უშვებენ. ლაყუჩებში გავლისას ხდება აირთა ცვლა. ამიტომ, ლაყუჩის კედლები დიდი რაოდენობით სისხლის კაპილარებითაა დაფარული. ხოლო ორლაგდულიანი მოლუსკები და მტკნარი წყლის ლოკოკინები წყალს შეიწოვენ და სიფონების საშუალებით გამოათავისუფლებენ. თავის მხრივ, ამას ორმაგი დატვირთვა აქვს – წყალთან ერთად ორგანიზმში მასში არსებული საკვებიც ხდება.
ტბებში თითქმის ყველა სახის ცხოველია. ამასთან, ტბაში მცხოვრები ორგანიზმები ერთმანეთთან კვებითი ჯაჭვებით მჭიდროდ არიან დაკავშირებული.
ღრუბელები, ჰიდრასებრნი და ტრემატოდები
მტკნარი წყლის ღრუბელები წყლის მცენარეებზე ღია ფერის ფენებად არიან წარმოდგენილი. ჰიდრები რბილი სხეულის მქონე ცხოველები არიან. ისინი 2.5 სანტიმეტრამდე იზრდებიან და რამდენიმე საცეცი უვითარდებათ.საცეცები აღჭურვილია მსუსხავი უჯრედებით.ჰიდრა, ძირითადად, პატარა დაფნიებით იკვებება. მტკნარი წყლის ბრტყელი ჭიები საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფია. ისინი იზრდებიან, დაახლოებით, 4 სმ-მდე და იკვებებიან მკვდარი ცხოველებით. სხვა ბრტყელი ჭიები, რომლებიც ტრემატოდების სახელითაა ცნობილი, პარაზიტი ცხოველები არიან. ზოგიერთი მათგანი ორგანიზმის შიგნით პარაზიტობს, ზოგიერთები კი განვითარების სხვადასხვა სტადიებს სხვადასხვა ორგანიზმის ნაწლავში გაივლიან. დაავადება ბილჰარზია გავრცელებულია თბილ ქვეყნებში და მისი გამომწვევები სწორედ ტრემატოდები არიან. ადამიანი ავადდება წყალში, სადაც ტრემატოდას ლარვა ხვდება გველის ნაწლავიდან. იგი ძვრება ადამიანის ფეხის კანში.